ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა

01 ნოე 2024

 
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა.  სტიქიის შედეგად 155 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა.

ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა.

ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა სტიქიის ზონაში.

ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. 

რისკის ზონაში რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საქართველოს საელჩომ მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა.