ოკლაჰომას შტატში ტორნადოს ენერგოკრიზისი მოჰყვა

04 ნოე 2024

ამერიკის ოკლაჰომას შტატს ერთდროულად რამდენიმე ტორნადომ გადაუარა. სოციალურ ქსელში ქალაქ ნორმანში გადაღებული ვიდეო ვრცელდება. ამ ქალაქს თავს დაატყდა ძლიერი წვიმა და ქარი. 

სტიქიამ მიწასთან გაასწორა 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. არიან დაშავებულები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელედება.