ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

04 ნოე 2024

 

10 ადამიანი დაიღუპა ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.  ვულკანის მახლობლად მდებარე სოფლები სქელი ფერფლითაა დაფარული.

დამწვარია სახლები, მათ შორის კათოლიკე მონაზვნების მონასტერი - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფირმან იოსეფმა.

მაშველები განადგურებულ სახლებში  გარდაცვლილთა ცხედრებს ეძებენ.