გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

05 ნოე 2024

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.