დღეს თბილისის სააპელაციო სასმართლო არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების განხილვას იწყებს - დაგეგმილია საპროტესტო აქციაც

06 ნოე 2024

თბილისის სააპელაციო სასმართლო ერთ საათში არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების განხილვას იწყებს. პროცესები ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვას მოიცავს.

პარალელურად ოპოზიციური კოალიციები მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქციას გამართავენ. სასამართლო სხდომები გუშინ იყო ჩანიშნული, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გადაიდო.