წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა

06 ნოე 2024

 

„ფოქს ნიუსის“ წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა. მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა აქვს, დემოკრატ კანდიდატს, მოქმედ ვიცე პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კი – 226.

არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ხოლო დემოკრატიული პარტიიდან – ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უპირისპირდებიან. 

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდება.