ევრო-2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

06 ნოე 2024

ხელბურთელ ვაჟთა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს დანია, ნორვეგია და შვედეთი უმასპინძლებენ. დასკვნითი რაუნდის საგზურების მოსაპოვებლად მებრძოლი გუნდებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფი შეიქმნა.

საქართველოს ნაკრები მესამე ჯგუფში ისლანდიასთან, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად ასპარეზობს.

ფინალურ ეტაპზე ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო ნაკრები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც ითამაშებს. 

საბერძნეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი დღეს საბერძნეთში, თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.