ბუნდესტაგში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

06 ნოე 2024

გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის  ანგარიშშია  ნათქვამი.

განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პირველ საკითხად არის დაგეგმილი.

გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.