07 ნოე 2024
თითქმის 21 საათი განიხილავდნენ არჩევნებზე ფარულობის პრინციპის დარღვევასა და ყველა იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობის საკითხს თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
მოსამართლეთა კოლეგია საათზე მეტია სათათბიროდაა გასული და სავარაუდოდ, ცოტა ხანში მათი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და კოალიცია "ჩემი ხმის" წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზე დავობენ.