ამერიკული აუდიტორული კომპანიის არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში

07 ნოე 2024

ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან- ნათქვამია დასკვნაში, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ მოამზადა და რომელიც ეხება არჩევნებზე ჩატარებულ შესაბამისობის აუდიტს. საბოლოო დასკვნის დეტალები დღეს ცესკოდან საზოგადოებას სპეციალური ბრიფინგით გააცნეს.
საარჩევნო ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებით დასკვნამ ცხადყო რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.