საგარეო უწყების განცხადება

14 აპრ 2017

საქართველოს მოქალაქეებისთვის, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. ,,იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: + 972 262 261 00 და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება ასევე მოუწოდებს მომლოცველებს, რომ   ზედმიწევნით დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები. „მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან”-წერია განცხადებაში.