ალექსანდრე მეტრეველის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება

08 ნოე 2024

სპორტის სამინისტროში ლეგენდარული ქართველი  ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის 80 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ალექსანდრე მეტრეველი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც უიმბლდონის ტურნირის ფინალში სამჯერ ითამაშა - 1973 წელს ერთეულთა თანრიგში, 1968 და 1970 წელს კი წყვილთა თანრიგში.  ის იყო მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი.  ქართველი ჩოგბურთელი ევროპის 16-გზის ჩემპიონია ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში.

ლეგენდარული სპორტსმენი დიდი სლემის 33 ტურნირის მონაწილეა. 1963-1980 წლებში მან დევისის თასზე 105-ჯერ ითამაშა და 80-ჯერ გაიმარჯვა. ალექსანდრე მეტრეველი არის ღირსების ორდენის კავალერი.

2015 წელს, უიმბლდონის ტურნირის მსვლელობისას, იგი ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) პრეზიდენტმა დევისის თასის სპეციალური მედლით დააჯილდოვა.