ყვარელში "ილიაობა" აღინიშნება

08 ნოე 2024

განცხადებები პრემიერ-მინისტრმა ყვარელში გააკეთა, სადაც ილიაობა აღინიშნება. იმართება საზეიმო ღონისძიებები. დაგეგმილია ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილია კულინარიული სივრცე.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს როგორც  პრემიერმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ  მნიშვნელოვანია იმ მემკვიდრეობის გაფრთხილება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დატოვა.