ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ბუდაპეშტში

08 ნოე 2024

ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა ბუდაპეშტში - ცნობილია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და ევროკომისიის პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველოც იქნება. შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა განცხადებები.
ევროკავშირის ლიდერები საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არსებობს „სერიოზული ეჭვები“ და დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროებაზე მიუთითებენ.