11 ნოე 2024
ისრაელმა დაამარცხა ლიბანის ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა და მისი ლიდერის ლიკვიდაცია იყო ამის დამაგვირგვინებელი მიღწევა. ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა მას შემდეგ, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან იოავ გალანტი გაათავისუფლა და იგი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრით და მისი ახლო მოკავშირე ისრაელ კაცით შეცვალა.