რუსეთის თავდასხმები ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებზე

11 ნოე 2024

რუსულმა ძალებმა ნიკოლაევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ასევე არასაცხოვრებელი შენობები. არიან დაშავებულებიც.

ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.