„ლეონარდო და ვინჩი“ - მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი

11 ნოე 2024

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.   

დაჯილდოების ცერემონიაზე მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის პრიზები და სიგელები გადაეცათ ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის პრემიის ლაურეატ მეცნიერებს.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების მინისტრმა.