ცეცხლის გადმოსვლა

14 აპრ 2017

ცეცხლი რომელსაც საქართველოში ელოდებიან, აღდგომის ტაძარში,   კუვუკლიიდან პირველმა  იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. შემდეგ კი ცეცხლი ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა ერთმანეთს გადააწოდეს. იერუსალიმისა და პალესტინის  პატრიარქი თეოფილე მესამე მაცხოვრის საფლავზე  თბილისის დროით დღის 2 საათზე შევიდა და ცეცხლი დაახლოებით საათნახევრის შემდეგ გამოიტანა.