12 ნოე 2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო დგამს კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად.