კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა - უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

13 ნოე 2024

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქალაქში აფეთქებებია. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. თავშესაფრებში დარჩით“, - დაწერა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ პირად არხზე.

უკრაინული მედიის ცნობით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძლებმა იერიშები მიიტანეს კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიჰივისა და პოლტოვის მიმართულებით.

სუმის ოლქში თავდასხმის სამიზნეში ენერგოსისტემა მოექცა, რის გამოც დასახლებების ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი.