პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

13 ნოე 2024

მასაჩუსეტსის საჰაერო ეროვნული გვარდიის წევრ ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა   გასაიდუმლოებული სამხედრო დოკუმენტების, მათ შორის უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული ჩანაწერების გაჟონვისთვის.

22 წლის ტეიშეირამ, რომელიც 2023 წლის აპრილიდან პატიმრობაში იმყოფებოდა, მარტში ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის განზრახ შენახვისა და გადაცემის გამო ექვს ბრალდებაში თავი დამნაშავედ აღიარა.