13 ნოე 2024
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ჯერ ორი მსუბუქი, შემდეგ კი მესამე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.