ისრაელმა ლიბანში ჰესბოლას კიდევ ორი მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია მოახდინა 

14 ნოე 2024

ლიბანში საჰაერო იერიშების შედეგად „ჰეზბოლას“ ორი უფროსი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაღუპულები „რადვანის“ ქვედანაყოფის უფროსი მეთაურები იყვნენ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფებსა და სანაპირო ზონაში ოპერაციებზე.