ამერიკელი პროკურორები ტრამპის სასამართლო საქმის შეჩერებას ცდილობენ

14 ნოე 2024

აშშ-ის პროკურორებმა ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, შეჩერდეს სისხლის სამართლის საქმის განახლების მცდელობები, რომელიც  არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვაში ადანაშაულებს.

სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა  მოკლე სასამართლო განაცხადში,  აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს სთხოვა შეაჩეროს ეს მიმართვა, რათა პროკურორებმა შეძლონ საქმეზე ტრამპის თეთრ სახლში მოსალოდნელი დაბრუნების გავლენის შეფასება. 

გაგახსენებთ ტრამპი 2021 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვაში დაადანაშაულეს.