თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

15 ნოე 2024

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეპიცენტრი მალათიის პროვინციის დოგანშეჰირის რაიონში იყო, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 7 კილომეტრის სიღრმეზეა დაფიქსირებული.