ცესკო-ში საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა გრძელდება

16 ნოე 2024

ცესკო-ში საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი სხდომა გრძელდება.

სხდომაზე გიორგი კალანდარიშილი თვალავეული დაბრუნდა. ცესკო-ს თავმჯდომარეს ინციდენტის დროს, სავარაუდოდ, თვალი დაუზიანდა.

"ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა.

დილით, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ, დავით კირთაძესა და გიორგი კალანდარიშვილს შორის. კირთაძემ კალანდარიშვილ საებავი შეასხა.

ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

დღეს ცესკოს სხდომაზე არჩევნების შედეგებს აჯამებენ.