ხვალ, უსკო 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს შეაჯამებს

17 ნოე 2024

ხვალ, 18 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 2024 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შეაჯამებს.

ინფორმაციას უსკო ავრცელებს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში 13 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციის სტატუსით კი, უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელთაც ჯამში, 8 მანდატი ექნებათ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მანდატები ასე ნაწილდება:

N41 - "ქართული ოცნება" - 13 დეპუტატი

 

N4 - კოალიცია „ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“ - 1 მანდატი

 

N5- „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 4 მანდატი

 

N9 - „ლელო ხალხისთვის“ - 1 მანდატი

 

N-25 – „გახარია საქართველოსთვის“ - 2 მანდატი

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭო, ჯამში, 21 დეპუტატითაა დაკომპლექტებული.

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში, მხოლოდ, ორი პარტია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა იყო წარმოდგენილი.