რატომ ითხოვენ უფასო სასადილოში მენიუს შეცვლას

15 აპრ 2017

ბათუმის მერიის, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი პარასკევს დაურიგეს.

ბათუმში სულ 6 სასადილოა, რომლითაც, დაახლოებით 4 500 ბენეფიციარი სარგებლობს. ქეთი ბოლქვაძე დღეს ერთ-ერთ ობიექტზე იმყოფებოდა. ტაბიძის ქუჩაზე არსებული სასადილოს ბენეფიციარები მენიუს შეცვლას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მაგალითად, სოსისი, რითაც იკვებებიან, უვარგისია.

დაწესებულების დირექტორისთვის ბენეფიციარების პრეტენზიების შესახებ ცნობილია.