მიჩინგანში აფეთქებას გაზის სავარაუდო გაჟონვას უკავშირებენ

20 ნოე 2024

მიჩიგანში ათობით მეხანძრე იყო მობილიზებული ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაში  საავადმყოფოშია გადაყვანილი - აცხადებენ მეხანძრე-მაშველები.