უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს

20 ნოე 2024

უმაღლესი საარჩევნო კომისია უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულ წევრებს დროებით მოწმობებს გადასცემს. უსკო განცხადებას ავრცელებს. 

"საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, უსკომ  არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. შესაბამისად, უსკოს ადმინისტრაცია  ახალარჩეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომამდე გადასცემს  დროებით მოწმობებს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრებს",- აღნიშნულია უსკო-ს განცხადებაში.