აფხაზეთის მთავრობის სხდომა

20 ნოე 2024

ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის წევრებმა 2025 წლის გეგმები და პროგრამები განიხილეს.    

მომავალ წელს აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტი განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები იქნება - დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა.