კიევში აშშ-ის საელჩო ერთი დღით დაიხურა

20 ნოე 2024

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში მყოფ თავის მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან 20 ნოემბერს რუსეთის მხრიდან მასშტაბური საჰაერო იერიშების საფრთხე არსებობს. 

სწორედ ამიტომ კიევში აშშ-ის საელჩო ერთი დღით დაიხურა.   თავდასხმის შესახებ გაფრთხილება საელჩომ მას შემდეგ  მიიღო, რაც  უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის ამერიკული ატაკამსის რაკეტები გამოიყენა.