19 ნოემბერს დაკავებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია

21 ნოე 2024

19  ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული სამი პირის  სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისაკო დევიძე, ირაკლი ანდღულაძე და დავით წოწორია  სამართალდამრღვევად ცნო.  დევიძეს და  წოწორიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრათ, ხოლო ანდღულაძეს 2 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე იმავე დღეს გაათავისუფლეს, სხვები კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს. 

მათ, ვისი პროცესიც ჯერ არ გამართულა, ადმინისტრაციული პატიმრობის 48-საათიანი ვადა ცოტა ხნის წინ ამოეწურათ.