რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის - ზახაროვა

21 ნოე 2024

რუსეთი მზადაა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განიხილოს ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ადგილზე არსებულ ვითარებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის.    

ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთი განიხილავს მხოლოდ ისეთ მოლაპარაკებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებაზე.