21 ნოე 2024
აჭარის კულტურის ცენტრებთან არსებულ ანსამბლებსა და ბათუმის სალოტბარო სკოლას მუსიკალური ინსტრუმენტები და სასცენო სამოსი გადაეცათ.
ფოლკლორის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წელს 26 000 ლარად ჭიბონები, სხვადასხვა სახის დოლი და ფანდურები შეიძინა, 161 სასცენო სამოსისა და აქსესუარებისთვის კი, სამინისტროს ბიუჯეტიდან 55 220 ლარი დაიხარჯა.
შეძენილი ნივთები ანსამბლებს დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცეს.