ლიბანში თავდასხმას კიდევ 47 ადამიანი ემსხვერპლა

22 ნოე 2024

ისრაელის თავდასხმებს აღმოსავლეთ ლიბანში 47 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ლიბანის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონზე თავდასხმისას სულ მცირე, 47 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ლიბანში 3 583 ადამიანია დაღუპული.