რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

22 ნოე 2024

რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმში ძლიერი აფეთქების შედეგად. დაშავებულია 12 პირი.
საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქს „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. სამ წლიანი ომის ფონზე კვლევის მიხედვით რუსეთის მოსახლეობა თავის პრეზიდენტს ენდობა და საქმიანობას უწონებს.