ბსუ-ს გაფიცული სტუდენტების განცხადება

23 ნოე 2024

25 ოქტომბერს ჩანიშნულ პარლამენტის პირველ სხდომას ბათუმში გაფიცული  სტუდენტები დედაქალაქში, პარლამენტთან  გააპროტესტებენ. მათი განცხადებით, თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდებიან.

სტუდენტები, ახალგაზრდული მოძრაობა “გუშაგების” წევრები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ამ მოთხოვნით სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათი დღეა ათენებდნენ.