შტორმი „ბერტი“ დიდ ბრიტანეთში, არის მსხვერპლი

24 ნოე 2024

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალ „ბერტის“ ებრძვიან. არის მსხვერპლი. სტიქიამ ზოგიერთ რეგიონში ძლიერი ქარი და თოვლი გამოიწვია. შეფერხებულია საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა. ამ დრომდე 2000-ზე მეტ შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
შოტლანდიასა და ინგლისის ზოგიერთ რეგიონში ძლიერ თოვლს ელოდებიან, გამოცხადებულია საგანგებო სიტუაცია. მეტეოროლოგიური ბიურო შტორმ „ბერტს“ საშიშ სტიქიურ მოვლენას უწოდებს.