რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

24 ნოე 2024

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 13 კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძვის. მედიის ცნობით, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმების რაოდენობას ვერცერთი კანდიდატი მოაგროვებს. მეორე ტური სავარაუდოდ, 8 დეკემბერს გაიმართება.  ამავე გამოკითხვების მიხედვით უპირატესობით სარგებლობს პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩიოლაკუ, ასევე გამარჯვების შანსი აქვს ოპოზიციური პარტიის „ალიანსი რუმინელთა“ გაერთიანებისთვის ლიდერს,   ჯორჯ სიმიონს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და  21:00 საათზე დაიხურება.