პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად - ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი აირჩიეს

25 ნოე 2024

მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს.

უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.