მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 

25 ნოე 2024

88 ხმით პარლამენტმა 150 დეპუტატთა უფლებამოსილება ცნო - მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის უხუცესმა წევრმა ვლადიმერ კახაძემ გახსნა. შემდეგ კი ტრიბუნა გიორგი კალანდარიშვილმა დაიკავა და დეპუტატებს არჩევნების შედეგები გააცნო.

ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს, ვიცე-სპიკერები იქნებიან  გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.

არჩეულია კომიტეტების თავმჯდომარეებიც. დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.