ბუდუ ზივზივაძე Kicker-მა სიმბოლურ გუნდში დაასახელა

26 ნოე 2024

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა „გროიტერ ფიურტთან“ გასვლით მატჩში „კარლსრუეს“ გამარჯვებაში 3:2 მთავარი როლი ითამაშა, რადგან სამივე გოლში პირდაპირ მონაწილეობდა.

ქართველი თავდამსხმელი Kicker-ის ტურის სიმბოლურ გუნდში უკვე მესამედ მოხვდა.

ბუდუ ზივზივაძე 9 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მეორე ბუნდესლიგის თანაბომბარდირია.