თბილისში, 80 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

26 ნოე 2024

თბილისში, 80 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა სახლში მას შემდეგ მიაკითხეს, რაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა.

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მიუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.