უმაღლეს საბჭოში კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

26 ნოე 2024

უკვე ცნობილია აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობა და თავმჯდომარეები. ეს თანამდებობები ძირითადად შეინარჩუნეს წინა მოწვევის დეპუტატებმა, რომლებიც ახალ შემადგენლობაშიც მოხვდნენ.
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს - ფრიდონ ფუტკარაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს - ცოტნე ანანიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს - დავით ბაციკაძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - ტიტე აროშიძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს - მარინე გვიანიძე, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ბერიძე უხელმძღვანელებს. იგი ამ თანამდებობაზე ახალია. უმაღლეს საბჭოში მოხვედრამდე ბერიძე ხულოს მერი იყო.

რაც შეეხება კომიტეტებს, თითო კომიტეტი 6 წევრიანია და მათგან 4-ი ქვოტა ქართულ ოცნებას ერგო,. დანარჩენი ორი კი ფრაქციის მიღმა მყოფ ან დამოუკიდებელ დეპუტატებს.