„დინამო“ თბილისი VS „დინამო“ ბათუმი

27 ნოე 2024

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 34-ე ტურში ბათუმის „დინამო“ სტუმრად თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის დედაქალაქურ კლუბს 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

ზღვისპირელები კი 49 ქულით ცხრილში კვლავინდებურად მეოთხე პოზიციას იკავებენ. 

მატჩი „დინამო არენაზე“ თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.