გიორგი ჩაკვეტაძის მორიგი საგოლე პასი ინგლისის ჩემპიონშიფში 

27 ნოე 2024

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში მე-4 საგოლე პასი შეასრულა. "ბრისტოლ სიტისთან" საშინაო მატჩში "უოტფორდის" ქართველი ნახევარმცველი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

53-ე წუთზე მისი პასით რაიან ენდრიუსმა ზუსტად დაარტყა და განმარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩი „უოტფორდის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა.