ჩინეთი ტაივანს აფრთხილებს

27 ნოე 2024

ჩინეთმა ტაივანი გააფრთხილა არ ისწრაფოს დამოუკიდებლობისკენ გარე ძალების დახმარებით. პეკინმა ეს განცხადება ტაივანის პრეზიდენტის წყნარი ოკეანის ქვეყნებსა და აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტების საპასუხოდ გააკეთა.

ჩინეთის ტაივანის საქმეთა ოფისის სპიკერმა ჩენ ბინჰუამ   შეერთებულ შტატებს მოუწოდა „დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი“ და შეწყვიტოს „არასწორი სიგნალების“ გაგზავნა „ძალებისთვის“, რომლებიც ტაივანის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან.