თამბაქოს მოხმარებაზე კანონმდებლები იმსჯელებენ

17 აპრ 2017

თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ.  სხდომას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი დაესწრება.  ისაუბრებენ თამბაქოს მომხმარებელთა პრევენციის ევროპულ გამოცდილებაზეც. სამთავრობო გუნდს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.