პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს

28 ნოე 2024

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.